
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3ა კლასში შემოდგომის საოცარი სურნელი დატრიალდა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობაში, რომლის დროსაც შემოდგომის ნობათით შექმნეს ცხოველები, ზღაპრული გმირები და სხვა ლამაზი ნამუშევრები.
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები დაამშვენეს ფერადი ფოთლებით, ნაყოფითა და შემოქმედებითი ელემენტებით, რამაც კლასში თბილი, ხალისიანი და სასიამოვნო გარემო შექმნა.
„შემოდგომის ფერები, ბუნების ნობათი და ბავშვთა სიხარული – ერთად ქმნიან ნამდვილ სასკოლო საოცრებას“,- ასე აფასებენ აქტივობას სკოლაში და ახარებთ ბავშვების მონდომება და მათი შემოქმედებითობა.