წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიზიტით, კოლეჯს სტუმრობდნენ
24-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

წინარეხის საჯარო სკოლასა და კასპის პროფესიულ კოლეჯს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ახლახან, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიზიტით კოლეჯს სტუმრობდნენ. კოლეჯში ფუნქციონირებს ტექნოპარკიც.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა კარიერული ორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობა.

მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა ჭრა-კერვა, ვიზაჟი, შედუღება, თაბაშირ- მუყაოზე მუშაობა, კაფელ-მეტლახის დაგება და ელექტროობა. მათ ნახეს საწარმოო სასწავლო გარემო, გაიცნეს შესაბამისი საგნობრივი მისწრაფებები და პრაქტიკული მუშაობის პროცესი.

ღონისძიება წარიმართა ორგანიზებულად და ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას პროფესიული განათლების მიმართულებით. ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203