წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის მინი-ფეხბურთში, შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
21-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრებს წახალისებული და მხარდაჭერილია. ახლახან, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის, სერგო ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა შიდასასკოლო ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული კულტურის დამკვიდრება.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო გუნდური სულისკვეთების გაღრმავებას, ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეგობრული თანამშრომლობის გაძლიერებას.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებმაც მიიღეს სიმბოლური, წამახალისებელი სიგელები წარმატების, შრომის და სამართლიანი თამაშის, ჯანსაღი კონკურენციისა და ერთგულების ნიშნად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპორტული ღონისძიება გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ აერთიანებს სპორტი მოსწავლეებს საერთო მიზნის გარშემო და აძლიერებს მათ მოტივაციას ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისკენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203