„მე და მათემატიკა“ - წინარეხის საჯარო სკოლის მათემატიკის წრე​ აქტიურად მუშაობს
21-11-2025
 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საწრეო მუშაობის ფარგლებში მათემატიკაში ცოდნას იღრმავებენ.

სკოლაში უკვე აქტიურად მუშაობს მათემატიკის წრე - „მე და მათემატიკა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წრის მიზანია, რომ მათემატიკა მოსწავლეებისთვის გახდეს ცოცხალი და საინტერესო მეცნიერება. 

პირველივე შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

„პირველ შეხვედრებზე განხილული საკითხები იყო:

1- საორგანიზაციო ნაწილი;

- ყველაფერი რიცხვებზე;

ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც რიცხვებს ეხება, მოვიყვანეთ საინტერესო ფაქტები და დაკვირვებები.

2- ინფორმაციის მოძიება რიცხვებზე ინტერნეტში გაზეთის სტატიებისთვის.

ვისწავლეთ, როგორ მოვძებნოთ საინტერესოდ წარმოდგენილი ინფორმაცია რიცხვებზე ინტერნეტში და როგორ გამოვიყენოთ იგი სტატიების მოსამზადებლად. ასევე წარმოვადგინეთ უკვე მოძიებული და დამუშავებული მასალა“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს საწრეო მუშაობის ფარგლებში ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203