აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად ექცათ
21-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა პატარების მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვები არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით, სახალისო თუ საზეიმო აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისითა და დიდი სიხარულით შეაბიჯეს და პედაგოგს დაჰპირდნენ რომ ანბანს სამაგალითოდ ისწავლიან. 

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და საინტერესო საანბანო თავგადასავალს დაჰპირდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203