საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო - ინსტრუქციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს
21-11-2025
პრაქტიკოს მასწავლებლებს და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდებს 1-3 დეკემბერს აბარებენ, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 21 ნოემბრის 11:00 საათიდან შეეძლებათ.
 
საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო. ბარათის წარდგენა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად  გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.  
 
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: 
  • ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში გამოსაცდელმა უნდა ჩაწეროს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდი, რითაც შევა სისტემაში; 
  • პირად გვერდზე აპლიკანტი დაინახავს ბმულს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“;
  • შესაძლებელია საგამოცდო ბარათის დამახსოვრება და ამობეჭდვა საჭირო დროს. 
 
მნიშვნელოვანია, რომ მითითებული ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
 
გამოცდების ჩასატარებლად საგამოცდო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში  გაიხსნება. იხილეთ მისამართები:   
სსიპ - ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა - ქ.თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N38 (გლდანი, მე-5 მ/რ);
სსიპ - ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს  ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203