გაიცანით საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
03-07-2018
საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესსაც იცავენ. მოსწავლეები წარმატებას სპორტულ შეჯიბრებებშიც აღწევენ.
ამჯერად გაგაცნობთ საღოლაშენის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, გოგა ბაიაძეს. მან ჭიდაობა ქარელის სპორტულ სკოლაში 11 წლის ასაკში დაიწყო. მწვრთნელი ზურაბ გიუნაშვილი გახლდათ. როგორც გოგა იხსენებს, თავიდან ვარჯიში ძალიან ეზარებოდა, მაგრამ მშობლების, განსაკუთრებით მამის დაძალებით, მაინც დადიოდა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შოთა ხაბარელის ტურნირი ჩატარდა, სადაც გოგამ პირველი საპრიზო ადგილი აიღო. სწორედ ამ გამარჯვებამ შეცვალა გოგას მოტივაცია და სპორტული ცხოვრება სხვა თვალით დაანახა.
პირველ გამარჯვებას მოჰყვა მეორე, მესამე... გოგა უფრო მაღალ საფეხურებს იპყრობდა. განსაკუთრებულ გამარჯვებას კი წელს მიაღწია, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა:
„ამ ჩემპიონობამ დიდი სიხარული მომიტანა. ვიგრძენი რომ ჩემი შრომა დაფასდა... არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, როდესაც კვარცხლბეკზე ვიდექი... მაგრამ, ამით ჯერ არაფერი დამთავრებულა. მე უფრო დიდი გეგმები მაქვს და ეს ოლიმპიური ჩემპიონობაა“.
სკოლის დირექცია გოგას წარმატებას ულოცავს და ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია