პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
21-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი დავალებები მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და ხალისით ასრულებენ.

ახლახან, მე-2 კლასელებმა იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე სახელწოდებით - „მათემატიკური სახლის ბინადრები“. 

მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით, სახალისო აქტივობებით შეისწავლეს ციფრები და „მათემატიკური სახლი“ შექმნეს.

დავალება ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარა გალიბინი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203