ბახვის საჯარო სკოლაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლის იუბილე კვირეულით აღინიშნა
21-11-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღნიშნეს წმიდანად შერაცხული სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. სწორედ მის სახელს ატარებს სკოლა.

გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სკოლაში წმინდანის ღვაწლის უკეთ გაცნობიერების მიზნით, დაიგეგმა კვირეული სხვადასხვა სახის აქტივობებით. მათ შორის -  ექსკურსია გელათში გაბრიელ ეპისკოპოსის საფლავის პატივის მისაგებად, კლასის საათები, ესეების კონკურსი თემაზე - „ღვაწლი კეთილი“ და მოსწავლეთა სასწავლო შემეცნებითი კონფერენცია. 

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა მადლიერება გამოხატეს წმინდანისა და სკოლის დამაარსებლის მიმართ.

20 ნოემბერს კი შეჯამდა კვირეულის შედეგები, ჩატარდა სასკოლო -შემეცნებითი კონფერენცია, მოსმენილ იქნა საუკეთესოდ მიჩნეული ესეები.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, წაიკითხეს გაბრიელ ეპისკოპოსის წერილები და ქადაგებები, გაეცნენ ცნობილ ადამიანთა შეფასებებს გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ; გააცნობიერეს რამდენად საჩინო კვალი დატოვა მან სოფლისა და ქვეყნის ისტორიაში, რას ნიშნავს ნამდვილი მსახურება ერისა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203