„ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა დასრულდა - ლიდერთა ათეულები
21-11-2025

არაფორმალური განათლების ფლაგმანი საქართველოს ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადები ქართული ენა და ლიტერატურით დაიწყო. ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. 

ცოდნის გამოვლენის ეფექტური შესაძლებლობა, სწორი გადაწყვეტილების შეზღუდულ დროში მიღების უნარის განვითარება, წარმატების მოტივაცია და მიღებული შედეგის გადააზრება - ის ძირითადი პოსტულატებია, რომლითაც „ეტალონის“ ოლიმპიადები ხელმძღვანელობს. 

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლის ასეულობით მოსწავლემ მიიღო. თითოეული მათგანი უკვე წარმატებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ადგანან დიდი წარმატებების გზას !

მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულების ვინაობაც. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ ბმულზე

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:

·      განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

·      სკოლაში

 

საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში: 

ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა (25-26 ნოემბერი)

ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)

მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს. 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე

„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203