
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები წახალისებულია.
19 ნოემბერს მოსწავლეთა მორიგი წარმატება აღინიშნა.
სკოლ-გიმნაზიაში, ღვთისმშობლის პარაკლისის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ოლიმპიადა „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის ლიგაში გამარჯვებულ მოსწავლეებს: მე-4 კლასელ ქეთევან ბრეგვაძეს, მე- 5 კლასელ გიორგი იმერლიშვილს და მე-3 კლასელ გაბრიელ ხუბულავას - დიპლომები და სერტიფიკატები, ასევე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცა.
დირექტორმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: