
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვასა და პატივისცმას ასწავლიან და ტოლერატულ ღირებულებებზე ზრდიან.
შესაბამისად, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლა-გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში, მე-11ა კლასმა, პედაგოგ თეა ხარაზიშვილთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „ტოლერანტობა საქართველოში“ და იმსჯელეს საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ტრადიციებზე.
გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები: