
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბახვის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეებმა მოინახულეს, ჩოხატაურის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა და ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრები, შემდეგ ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ამსახველ ფოტოსურათებს და ნივთებს, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ბოლოს წაიკითხეს ლექსები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: