„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, ის კომპონენტი/კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს.
თუმცა მინისტრის ბრძანებაში ასევე გაწერილია, თუ რა შემთხვევაშია დაუშვებელი სწავლება დისტანციური ფორმით:
აკრძალვა ეხება ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას; ამასთან დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დისტანციური ფორმით.
ხოლო, პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში „პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) ვალდებულია, უზრუნველყოს შეფასების პროცესის ორგანიზება არადისტანციური ფორმით“.
სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.