
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით - „გიორგობისთვე“ სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები და დამსწრე საზოგადოებას უმღერეს ქართული ხალხური საკრავების თანხლებით.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ხატია მარგველიანმა და თამილა ზვიადაურმა. მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა მუსიკის პედაგოგმა, მანანა ხაჭვანმა და მხატვრულ გაფორმებაზე ხელოვნების პედაგოგმა, მზიური რატიანმა.
იხილეთ ფოტოები: