იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კუპატას თავგადასავალი“ ხალისით წაიკითხეს და შეიყვარეს 
21-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ, რაც რაღა თქმა უნდა, ბავშვების ინტერესებზე აიასახება. წიგნის მოყვარული ბავშვები არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობიან და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს დიდი სიხარულით უზიარებენ. 

ახლახან, იანეულის საჯარო სკოლაში III-IV კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და შეიყვარეს გიორგი კეკელიძის - „კუპატას თავგადასავალი“. ძაღლი, რომელიც  ბათუმს უყვარდა კეთილი და მოსიყვარულე იყო. ბავშვებმა კუპატა თავიანთ ძაღლებს შეადარეს და შეიყვარეს ისე, როგორც კუპატას სურვილი იყო საკუთარი ნაფეხურები დაეტოვებინა დედამიწაზე.

მოსწავლეთა მასწავლებელი ლალი წულაია გახლავთ, რომელსაც ახარებს მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესი. 

„მადლობას გიხდით სიყვარულით: ნია კეკელიძე, ანასტასია დოლიძე, ლიზი თურქაძე, ბარბარე პარუნაშვილი, მართა დოლიძე, მარიამ კიკვაძე, ელენე კარელიძე და დავით კალანდაძე. მადლობა  ბატონო გიორგი იმისთვის, რასაც ბავშვების სიყვარული ჰქვია“,- ამბობს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203