„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ - ზღაპრული საშემოდგომო ღონისძიება კოხტის საჯარო სკოლაში
20-11-2025
 
 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ზღაპრული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები.

„ჩვენ გავაცილეთ არა უბრალოდ წელიწადის დრო, არამედ ულამაზესი, ფერადი ზღაპარი, რომელიც კოხტის საჯარო სკოლის კედლებში გაცოცხლდა. ჩვენი ზეიმი, სახელწოდებით - „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“, ნამდვილად იყო სიზმარი – ნათელი, ემოციური და დაუვიწყარი. 

მადლობა ჩვენს უძვირფასეს მოსწავლეებს!  თქვენი მონდომება იყო ის ძალა, რომელმაც ეს დღე ასეთი ჯადოსნური გახადა.

მადლობა თქვენი ჩართულობისთვის, ენერგიისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც თითოეულ თქვენს სიტყვასა თუ მოძრაობაში იგრძნობოდა. 

მადლობა ჩვენი სკოლის მშობლებსა და ოჯახებს ამ შესანიშნავი შემოდგომის ზეიმის გამართვაში შეტანილი წვლილისათვის!

მადლობა სკოლის ადმინისტრაციას ღონისძიების მხარდაჭერისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ ზღაპრულ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203