ქუთაისის N16 სკოლაში, იმერეთის კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებულმა მოსწავლემ სათაფლიას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნა
20-11-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ლევან ბანძელაძე და მისი უსაყვარლესი მოსწავლეები საქართველოს, გამორჩეულად კი - იმერეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე ხშირად საუბრობენ.

გაკვეთილის თემამ მოხიბლა სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე - ალექსი და მან ლამაზი პრეზენტაცია მიუძღვნა სათაფლიას.

მოსწავლემ კარგად იცის, რომ სათაფლია მხოლოდ დინოზავრების ნაკვალევით არ არის გამორჩეული. აქ შეხვდებით ულამაზეს მღვიმეებს, უნიკალურ ფლორასა და ფაუნას, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ამ ადგილის კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ასეთი ადგილები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წარსულის დაფასება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

მოსწავლის პრეზენტაციამ მისი პედაგოგის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203