
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს.
მათ პირველი ასო-ბგერა ხალისით შეისწავლეს. მშობლიური ენის მასწავლებელმა პატარებს არაერთი საინტერესო, სახალისო თუ საზეიმო აქტივობა შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დახუნძლული - მასწავლებელმა წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა, პირველკლასელებმაც პირობა დადეს რომ სამაგალითოდ ისწავლიან და მასწავლებელს გაახარებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა სომხურენოვანია და მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნება.
იხილეთ ფოტოები: