ალათუმანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია ჩაატარეს
20-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-12 კლასელებმა, სკოლაში გამართეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. 

მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მორე ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მომამზადეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, მათი მავნებლობა, პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მავნე ჩვევების შესახებ, ყურადღების გამახვილება იმ საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოაქტიური და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან, აგრეთვე განიხილეს მათი თავიდან აცილების გზები. პრეზენტაციის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია თუ რა გავლენას ახდენს ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, მოიყვანეს რეალური მაგალითები და იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ინფორმირებულობამ შეამციროს მავნე ჩვევები ახალგაზრდებში.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს პრევენციულ ღონისძიებებზე, სკოლასა და ოჯახში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია გამოირჩეოდა ინფორმაციულობითა და პასუხისმგებლობის განცდით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203