
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, სკოლაში აქტიური მოქალაქეობის ინიციატივა წამოიწყეს.
მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში კლასებს სასკოლო დავალებების და საშინაო დავალების უკეთ გააზრებში ეხმარებიან.
ინიციატივა - აქტიური მოქალაქეობის მაგალითია და მისი მთავარი მიზანია თანატოლთა მხარდაჭერა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
პროექტი მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას, ლიდერულ უნარებსა და თანამშრომლობის კულტურას ამყარებს, სასწავლო პროცესს უფრო მხარდამჭერს და მეგობრულს ხდის.
გარდა იმისა, რომ ასეთი ინიციატივები ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას აყალიბებს სხვა კლასებისთვისაც შთამაგონებელი ხდება.
იხილეთ ფოტოები: