დამატებითი დასვენება სკოლებსა და ბაღებს 23 ნოემბერს არ შეეხებათ - უქმე დღეების ჩამონათვალი
20-11-2025

23 ნოემბერი ოფიციალური უქმე დღეა - მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს. შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებებიც ისვენებს. 

თუმცა წელს, აღნიშნული თარიღი კვირას ემთხვევა და აქედან გამომდინარე, სკოლებსა და ბაღებს დამატებით დასვენება არ შეეხებათ.

ინფორმაციისთვის: წლის განმავლობაში უქმე დღეები საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება. იხილეთ სრული ჩამონათვალი:

იანვრის დასვენების დღეები: 1-ელი -  ახალი წელი; 2 - ბედობა; 7 - ქრისტეს შობა; 19 - ნათლისღება;

მარტის დასვენების დღეები:  3 - დედის დღე; 8 - ქალთა საერთაშორისო დღე;

აპრილის დასვენების დღე: 9 - ეროვნული ერთიანობის დღე; 10 - წითელი პარასკევი, 12 - აღდგომა; 13 მიცვალებულთა მოხსენიების დღე.

მაისი - 9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; 17 - ოჯახის სიწმინდის დღე; 26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

აგვისტოს დასვენების დღე: 28 - მარიამობა;

ოქტომბრის დასვენების დღე: 14 - მცხეთობა/სვეტიცხოვლობა;

ნოემბრის დასვენების დღე: 23 - გიორგობა.

2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203