ქისტაურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-11-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებსა და საგანმანათლებლო კონკურსებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა მოსწავლეთა რამდენიმე გუნდი: „იდეა ფიქრი“, „უცვლელი ხუთეული“, „სპარკი“, „წიგნიერი ლომები“, სადაც გაერთიანებული იყვნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები.

ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. აქტიურობდნენ მოსწავლეები, ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრს და მუშაობდნენ გუნდურად.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „წიგნიერი ლომები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203