„ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის გადარჩენის საფუძველია“ - ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე პლაკატი შექმნეს
20-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.  

ახლახან, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატი, სადაც ყურადღება გამახვილებულია ცხოველებისა და მცენარეების მრავალფეროვნებაზე. მათი ნამუშევრები გამოხატავს, როგორ უკავშირდება თითოეული სახეობა ბუნების ჯანმრთელობას და ეკოსისტემის ბალანსს.

პლაკატის მთავარი გზავნილია, რომ ბუნების ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის გადარჩენის საფუძველია, ხოლო ადამიანი ვალდებულია დაიცვას ეს მდიდარი სისტემა. მოსწავლეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თითოეული სახეობა - დიდი თუ პატარა - აუცილებელია ბუნებრივი წონასწორობისთვის, და მისი დაკარგვა მთელი ეკოსისტემის დასუსტებას იწვევს. ადამიანი კი პასუხისმგებელია ამ მდიდარი სისტემის დაცვაზე. ბუნების ყოველი ელემენტი გარკვეულ როლს ასრულებს: ზოგი ამტვერიანებს მცენარეებს, ზოგი ინარჩუნებს მიწის ნაყოფიერებას, ზოგი არეგულირებს პოპულაციების რაოდენობას.

ამიტომ, თითოეული სახეობის დაკარგვა, დიდი თუ პატარა, იწვევს ბუნებრივი წონასწორობის დარღვევას და მთლიან ეკოსისტემას ასუსტებს. პლაკატი შეგვახსენებს, რომ მხოლოდ დაცულ და მოვლილ ბუნებაშია შესაძლებელი ჯანმრთელი, ძლიერი და მდგრადი მომავალი.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს მასწავლებელი არმინე წარუკიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203