„კონდიცირება არ გვაქვს, მაგრამ დროებით ვენტილატორებს ვიყენებთ“- როგორ მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე
03-07-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე თბილისის N177 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მშვიდად მინდინარეობს - ამის შესახებ Etaloni.ge-ს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თეიმურაზ რეხვიაშვილმა განუცხადა. 

„არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ყველა დროულად გამოცხადდა, დაგვიანების შემთხვევაც არ გვქონია. პოლიციის დახმარებით რეგისტრაციის პროცესიც ძალიან კარგად ჩატარდა. ჯერ არც ერთი აბიტურიენტი არ გამოსულა, სიმშვიდეა, კონდიცირება არ გვაქვს, მაგრამ დროებით ვენტილატორებს ვიყენებთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დაპირებით კი კვირის ბოლოსთვის უკვე ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიცირება“, - აღნიშნავს თბილისის N177 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი თეიმურაზ რეხვიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203