
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომის ზღაპარი“ შთამბეჭდავად წარიმართა.
თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: