პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვიქტორინა გაიმართა 
19-11-2025

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის გალაკტიონის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების,ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საინტერესო ვიქტორინა მოამზადეს.

ვიქტორინის მიმდინარეობას სკოლაში ხელმძღვანელობდა სოფიკო გვარამაძე.

მოსწავლეები ვიქტორინაში ხალისითა და ინეტრესით ჩაერთნენ, დასმულ კითხვებსაც წარმატებით გაართვეს თავი, ცოდნა წარმოაჩინეს და დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი ნაკლაბედცნობილი ფაქტიც შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203