„მიილია შემოდგომა“​ - პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
20-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

ახლახან, მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს. ღონისძიება სახელწოდებით -„მიილია შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა. 

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც ბევრი იხალისეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203