
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილის თემა იყო - „ბაქტერიები“. მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლეს, რა არის ბაქტერია, სად გვხვდება და როგორ მოქმედებს, არამედ ჯგუფურად იმუშავეს და პატარა მკვლევარ-ილუსტრატორებად იქცნენ.
IV კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახეობის ბაქტერია დახატეს, შეეცადნენ მათი ფორმის და ფერისა ვიზუალურად გადმოცემას, შემდეგ კი თითოეული ნამუშევარი კლასში წარადგინეს.
ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს, როგორი ბაქტერია დახატეს, სად შეიძლება გვხვდებოდეს ის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე.
სასწავლო პროცესს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი არევიკ კოსტანიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: