
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები პატარების მოტივაციაზე გამორჩეულად ზრუნავენ და ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, II კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „სულიერი და უსულო საგნები“.
მოსწავლეებმა თემა შეისწავლეს როგორც თეორიულად ასევე სახალისო შემოქმედებითი აქტივობებით.