ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და სილამაზეს ღონისძიება მიუძღვნეს
19-11-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. 

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები.

ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგები სიამაყით აავსეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, მზევინარ საგინაძემ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203