გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბილინგვური სწავლების ფარგლებში, ჰერბარიუმი შექმნეს
19-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - არევიკ კოსტანიანმა და ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა - ელენა ბერუჯანიანმა პროგრამის ფარგლებში, მე-3 კლასელებთან საინტერესო პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს. 

აქტივობის თემა იყო - „ჩვენი პირველი ჰერბარიუმი“.

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი აქტივობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. პატარებმა საინტერესო ჰერბარიუმი შექმნეს, თვალსაჩინო ადგილას განათავსეს და თავი მოიწონეს. 

„მეტად საინტერესო აქტივობა იყო“- ამბობს ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და დასძენს, რომ მას ძალიან დაეხმარა ადგილობრივი მასწავლებელი არევიკ კოსტანიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203