გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლიდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს
19-11-2025

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღნიშნეს. 

მსოფლიოს ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერლის დაბადების დღე მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებით იზეიმეს. 

ასტრიდ ლიდგრენი ის ადამიანია,რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. დაბადების დღეს გილოცავთ საყვარელო ასტრიდ“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს. 

ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203