საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ინტელექტუალური შეჯიბრის მორიგი თამაში გაიმართა
21-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო შიდასასკოლო კონკურსი გრძელდება. 

ამჯერად შეჯიბრი გაიმართა საშუალო საფეხურზე. „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდა ექვსი გუნდი. 

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. კონკურენტულ ბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა მე-11ბ კლასის გუნდმა - „მერანი “.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203