პატარა მკვლევრები გორელოვკის N3 სკოლიდან - მე-2 კლასელებმა საინტერესო ცდის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ზოგი ნივთიერება წყალში იხსნება, ზოგიც - არა
20-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით. 

სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ცდის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ზოგი მასალა წყალში იხსნება, ზოგიც - არა.

ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პატარა მკვლევრების ენთუზიაზმით გამოირჩა. მოსწავლეებმა პრაქტიკული ცდის საშუალებით დაამტკიცეს, რომ ზოგი ნივთირება წყალში სწრაფად იხსნება, ზოგი ნელა, ხოლო ზოგი საერთოდ არ იშლება.

მსგავსი ექსპერიმენტები ავითარებს მოსწავლეებში დაკვირვების უნარს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203