
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობა სხვადსხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებულია.
სკოლა-გიმნაზიაში გრძელდება გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო ტურნირი.
ამჯერად საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა ინტელექტუალური ჭიდილი.
ერთმანეთს შეხვდნენ მე-6, მე-7, მე-8 კლასების გუნდები.
„ტვინების ბრძოლას“ ესწრებოდა სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
იხილეთ ფოტოები: