იანეულის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ფიზიკის გამორჩეულად საინტერესო და ინტერაქტიული გაკვეთილი
20-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, VII კლასში ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილი გამორჩეულად საინტერესოდ და ინტერაქტიულად წარიმართა. მოსწავლეებმა თემაზე - „სიმკვრივე“, არა მხოლოდ თეორიული მასალა შეისწავლეს, არამედ პრაქტიკული ექსპერიმენტებითაც გაიაზრეს საკითხი. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ნივთების მასა და მოცულობა გაზომეს, გამოითვალეს ნივთიერების სიმკვრივე და ერთმანეთს გაუზიარეს დასკვნები. 

პრაქტიკულმა ნაწილმა მათ საშუალება მისცა უკეთ გაეაზრებინათ შესასწავლი თემა. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა პატარა ექსპერიმენტების შედეგები წარმოადგინეს, რასაც აქტიური დისკუსია მოჰყვა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ეთერ ქარქუზაშვილი ხელმძღვანელოდა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203