საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს
20-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები აქტიურად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის წმიდა ბარბარეს სახელობის VII კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სადაც მოინახულეს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი.

 ბავშვებმა დაათვალიერეს მწერლის სახლი და ეზოში გააცოცხლეს ეპიზოდები მოთხრობებიდან „დამრიგებელი“ და „შორი თეთრი მწვერვალი“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203