საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, დირექტორისა და მისი მოადგილეების ჩართულობით, თვითმმართველობის შეკრება გაიმართა
20-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სკოლის მართვის მნიშვნელოვანი პროცესების თანამონაწილეები არიან. 

სკოლა-გიმნაზიაში, დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმატებით მუშაობს. 

ახლახან, გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის შეკრება გაიმართა, რომელსაც თვითმმართველობის წევრებთან ერთად, გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილეები: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი იოსებ აფაქიძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე განიხილეს თვითმმართველობის დებულებაში შესატანი ცვლილებები, დაამტკიცეს ახლადარჩეული წევრები მე - 7 კლასიდან, ასევე, განიხილეს განსახორციელებელი პროექტები და დასახეს სამომავლო გეგმები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203