
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის ყოველდღიური ზედამხედველობა ანი ნაჰაპეტიანს აკისრია. სკოლის ექთანი მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან მოსწავლეთა კეთილდღეობას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება, ბავშვების ჯანმრთელობას ინტენსიურად აკონტროლებს და მათ ჰიგიენური ნორმების და ჯანმრთელობის დაცვას ასწავლის.
ანი ნაჰაპეტიანი მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებს, ვიზუალურად ამოწმებს მოსწავლეებს და რეკომენდაციებს აძლევს როგორც მათ, ისე მათ მშობლებს.
ის მოსწავლეებში ჰიგიენის დაცვის კულტურის ჩამოყალიბებისთვის არაერთ ღონისძიებას ატარებს. ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და, ასევე, დიდ ყურადღებას ამახვილებს დაავადებათა პრევენციაზე.
სკოლის ექთნის ამგვარი გულისხმიერი მუშაობა კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ალათუმანის სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, თანამშრომლები და მოსწავლეები მადლობას უხდიან ექთანს გამოჩენილი ყურადღებისა და ყოველდღიური ზრუნვისთვის.
იხილეთ ფოტოები: