
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის „საქართველოს ისტორიის კლუბის“ წევრები, 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დღესთან დაკავშირებით - მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ.
პანთეონში სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღასრულა საქართველოს გამარჯვებისა და ერთიანობისათვის, ხოლო საქართველოს ეროვნული გმირების: ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის საფლავებთან, საქართვლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართველ მამულიშვილთა და საზოგადო მოღვაწეთა საფლავები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.
იხილეთ ფოტოები: