
თბილისის N28 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლიდან მუშაობა დაიწყო STEAM კლუბმა, რომლის მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კლუბს პედაგოგი გიული ხარხელი ხელმძღვანელობს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ეს აქტივობები მათ დაეხმარება ტექნოლოგიური განვითარების პრინციპების უკეთ აღქმაში და პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.
STEM განათლება საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტებში, დაუშვას შეცდომები და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, არ დაეყრდნოს მხოლოდ სახელმძღვანელოებში არსებულ ინფორმაციას.
„STEM განათლების ქვაკუთხედია კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. ასეთი მიდგომები ბავშვებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც სასწავლო პროცესს ხდის მხიარულს, აქტუალურსა და ნაყოფიერს“,- გვეუბნება კლუბის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: