ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია - სკოლების ნაწილი 27 დეკემბრიდან დაისვენებს
30-11-2025

30 დეკემბრიდან საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები იწყება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენებისა და არდადეგების პერიოდები. 

2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადებები მოსწავლეებისთვის წელს სამშაბათს, 30 დეკემბერს დაიწყება და 2026 წლის 14 იანვარს დასრულდება. 

რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ ნაწილში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან იწყება. როგორც ცნობილია, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ დასვენებისა და სწავლის დაწყების თარიღები.

2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203