
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს.
თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში, ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: