
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შემოქმედებითი ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიება ბილინგვური სწავლების მასწავლებლებმა - ლეილა კარაპეტიანმა და ალვარტ მადოიანმა მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სარა კარსლიანის მხარდაჭერით გამართეს.
ულამაზესი, ფერადი, შემოდგომის თბილი ფერებით გაჯერებული, სიყვარულით და სიხარულით სავსე ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.
თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შემოდგომის მოტივებზე სიმღერებიც შეასრულეს.
ღონისძიებას მშობლები და სკოლის კოლექტივი ესწრებოდა.
„ღონისძიებამ ძალიან ლამაზად და ნაყოფიერად ჩაიარა“,-გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: