ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაცია გამართეს
19-11-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა წახალისებით მოსწავლეები აქტიურად კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას. 

ახლახან, სკოლაში კიდევ ერთი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა - მოსწავლეებმა კლასგარეშე ლიტერატურას მიუძღვნეს პრეზენტაცია, სადაც წარადგინეს წაკითხული ნაწარმოებები, თავიანთი შთაბეჭდილებები და ანალიზი.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები გააცნეს დამსწრეებს. თითოეული პრეზენტაცია მოიცავდა მნიშვნელოვანი მონაკვეთების განხილვას და იმაზეც მსჯელობას, თუ რატომ არის კონკრეტული წიგნი მნიშვნელოვანი მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებში კითხვის ჩვევის განვითარებას, მსჯელობის კულტურის გაღრმავებასა და აზრის თავდაჯერებულად გამოხატვას.

სკოლა მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებებს, რათა მოსწავლეებმა ლიტერატურასთან ურთიერთობა აქტიურად გააგრძელონ. 

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ნათია შაინიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203