დეხვირის საჯარო სკოლაში „პოეზიის მეფის“ ხსოვნასა და შემოქმედებას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
19-11-2025

17 ნოემბერი ქართული „პოეზიის მეფის“, ბგერების უბადლო მხატვრის, გენიალური - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება, რომელიც დიდი პოეტის ხსოვნასა და შემოქმედებას მიეძღვნა

გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა - „პოეზიის მეფის“ ცხოვრების რთულ გზას, ბავშვობიდან - უკვდაობისკენ

ჩატარდა მინი-პოეზიის საღამო.  განსაკუთრებულმა სითბომ და ემოციამ დაისადგურა დარბაზში, როდესაც მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის შემოქმედებიდან მათთვის ძვირფასი და საყვარელი ლექსები („მე და ღამე“; „რომელი საათია?“ ; „მამული“; „დროშები ჩქარა“ და ა.შ.).

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“.

„თითოეულმა სტრიქონმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა გალაკტიონის ჯადოსნური სიტყვის ძალა. ასევე მოვისმინეთ სხვადასხვა შემოქმედის პროფესიონალურად წაკითხული გალაკტიონის გენიალური პოეზია“,- ამბობენ სკოლაში და დასძენენ, რომ ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული ღონისძიება გამოვიდა.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისათვის, წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203