
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ილიას ღირებულებებზე იზრდებიან.
8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა. ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად, სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ სეფაშვილი) მოინახულეს ილიას სახლ-მუზეუმი ყვარელში და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
მე-5 კლასელმა მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა (ხათუნა მამულაშვილი) და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის (მარი მოლაშვილი) ხელმძღვანელობით, დაამზადეს მოსაწვევები, აგრეთვე ბუკლეტები და მოაწყეს პრეზენტაცია.
იხილეთ ფოტოები: