
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში ზღაპრული საშემოდგომო სურნელი დატრიალდა.
სკოლაში ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა.
ღონისძებამ დაამტკიცა, რომ კახური შემოდგომა განსაკუთრებულად უხვი და ბარაქიანია - სკოლის ეზოში სეზონური ხილი გამოიფინა, მოდუღდა თათარა, მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს.
ფესტივალი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით წარიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ მხიარულ თამაშებში, იმღერეს, იცეკვეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
იხილეთ ფოტოები: