ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-11-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ დაიწყეს. 

18 ნოემბერს, ქართული ენის მასწავლებელმა - ინა მანასიანმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ბავშვებისათვის ანბანის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის ჯადოსნურ დასაწყისად იქცა.

საჩვენებელი გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა განახორციელეს რამდენიმე აქტივობა:
1. „ა“ და „ი“ ასობგერებზე დაწყებული სიტყვების წარმოთქმა/დასახელება;
2. ყვავილი „ია“-ს გაფერადება.
3 . კუბებით ქართულ ენაზე პირველი წინადადებების აწყობა.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. პატარები პედაგოგს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ანბანს დიდი მონდომებით ისწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203